ბათუმში ერთერთი მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს, ბავშვთა საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს 35 წლამდე კაცი გარდაცვლილი დახვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.