31 მარტს რუსუდან კერვალიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს. ცენტრ პოინტის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა 4-წლიანი სასჯელი სრულად მოიხადა.
თაღლითობისა და თანხების მითვისების ბრალდებით სასჯელს იხდის რუსუდან კერვალიშვილის და მაია რჩეულიშვილიც. სასჯელის სრულ მოხდამდე კიდევ 3 წელია დარჩენილი, თუმცა მოსალოდნელია, რომ სასჯელის ამოწურვამდე გათავისუფლდეს.
მაია რჩეულიშვილის საქმესთან დაკავშირებით საპროცესო შეთანხმების პროცესი მიმდინარეობს. გარდა ამისა, მასზე შეფარდებულ მუხლს ამნისტიის შესახებ კანონიც შეეხო, თუმცა როგორც იუწყებიან, ამნისტიით გათავისუფლებისთვის აუცილებელია დაზარალებულთა თანხმობა.