„როგორც ჩანს, ძალიან ნერვიულობენ, თუ ნერვიულობენ გაიტანონ განცხადებები და აქედან გამომდინარე გარანტია ექნებათ, რომ არ შეუწყდებათ უფლებამოსილება, აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე. როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, კენჭისყრის წინ ამ საკითხზე კიდევ ერთი შეხვედრა შედგება, თუმცა, ვერავის მისცემს იმის გარანტიას, რომ გადაწყვეტილება შეიცვლება.
"რაც შეეხება უმრავლესობის პოზიციას, შეგვიძლია დაებჯითებით ვთქვათ, რომ ჯერ სხვა გადაწყვეტილების შესახებ თქვენთვისაც არაფერია ცნობილი და ჩვენთანაც ასეა. კიდევ ერთი სხდომა იქნება, თუმცა, ჯერჯერობით ასეთი გადაწყვეტილებაა - განსხვავებული აზრები არსებობს, მაგრამ უმრავლესობის განწყობაა, რომ შეუწყდეთ, რადგან მყარი არგუმენტია, რომ მათ ეს სურთ და მათი ნების საწინააღმდეგოდ ცოტა რთულია ვიმოქმედოთ.
რაც შეეხება თავისუფალ კენჭისყრას, ასეთი წინადადება ჯერ არ დამდგარა უმრავლესობაში, თუმცა, იყო აზრი, რომელიც ერთი წამით გახმოვანდა თავისუფალ კენჭისყრაზე, მაგრამ ამის აუცილებლობაზე არავინ განაცხადა თანხმობა, რადგან ჩვენ უნდა მივიღოთ გუნდური ერთობლივი გადაწყვეტილება, რაც მიღებულია, ერთი სხდომა დარჩენილია კენჭისყრის წინ და რაიმეს შეცვლის გარანტიას ნამდვილად ვერ მივცემ ვერავის,"- აცხადებს მდინარაძე.