სტოკჰოლმის მერიის ლურჯი დარბაზი, რომელიც ტრადიციულად ნობელის პრემიის ცერემონიალს მასპინძლობს, დედაქალაქის მაცხოვრებლების ვაქცინაციის ცენტრად გადაკეთდება, თქვა სტოკჰოლმის მერმა ანა კიონიგ იერლმიურმა.
"ვაქცინაციის პროცესი ძალიან რთულია. სპორტული დარბაზები და დიდი სივრცეები როგორიცაა მაგალითად, ლურჯი დარბაზი, შესაფერისია იმისთვის, რომ შევძლოთ ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინაცია", - წერს მერი ტვიტერზე.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა შვედეთში გასული წლის დეკემბერში დაიწყო. შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ერთ თვეში 80 000 მოქალაქე აიცრა.