მოლაპარაკების კარი არის მუდამ ღია კონსტრუქციული საუბრისთვის კონსტრუქციული მიზნებიდან, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი. მისი განმარტებით, მხარეებს შორის დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.
"ჩვენ სულ ვაცხადებდით ამას და კვლავ შეგვიძლია იგივე განვაცხადოთ, რომ მოლაპარაკების კარი არის მუდამ ღია კონსტრუქციული საუბრისთვის კონსტრუქციული მიზნებიდან და შედეგებიდან გამომდინარე და რა თქმა უნდა არსებობს წითელი ხაზებიც, სადაც არც ერთ შემთხვევაში არ გადაიკვეთება, მით უმეტეს დღევანდელი მოცემულობით, როცა არც ერთი კითხვის ნიშანი არც ერთი მხრიდან რა თქმა უნდა თეორიულ დონეზეც კი არ დარჩა იმის, რომ რაიმე შესაძლებლობა და რესურსი არსებობდეს კიდევ ბოიკოტის გაგრძელების," - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.