საფეხბურთო კლუბ მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელსა და ლეგენდარულ ფეხბურთელს ზინედინ ზიდანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.
განცხადებაში არ დაუკონკრეტებიათ, თუ რა გზით გადაედო ზიდანს კორონავირუსი.
ვირუსით ინფიცირების გამო, ზინადის მონაწილეობით დაგეგმილი ყველა ღონისძიება გაუქმდა.
ფრანგი ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ზიდანი მადრიდის "რეალს" 2016 წლიდან წვრთნის.