ზურაბ პოლოლიკაშვილს უდიდესი წვლილი მიუძღვის მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებაში, განსაკუთრებით კი COVID-19 პანდემიის პერიოდში, წერს facebook-ის პირად გვერდზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მარიამ ქვრივიშვილი.
მისი განმარტებით, პოლოლიკაშვილმა წლების განმავლობაში ძალიან ბევრი გააკეთა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებისთვის.
"დღეს მნიშვნელოვანი დღეა - გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის არჩევნებია.
აღმასრულებელი საბჭოს წევრები დღეს მხარს დაუჭერენ კანდიდატს რომელიც ამ მნიშვნელოვან საქმეს, ასეთი გამოწვევებით სავსე დროს, ღირსეულად გაუმკლავდება.
ჩემი მეგობარი და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მოქმედი გენერალური მდივანი - ზურაბ პოლოლიკაშვილი, რა თქმა უნდა, კვლავ წარდგენილია კანდიდატად საქართველოს მხრიდან.
ზურას უდიდესი წვლილი მიუძღვის მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებაში განსაკუთრებით კი კოვიდ-19 პანდემიის პერიოდში.
მან წლების განმავლობაში ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებისთვის და დარწმუნებული ვარ რომ დღეს, დღის ბოლოს, ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ ჩვენი ღირსეული კანდიდატის კიდევ ერთ გამარჯვებას და ვიხილავთ ზურას ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე
წარმატებები ჩვენს ზურას!
ზურას გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა", აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.