შაჰინი, მოვიდა სენატორ რიშთან ერთად და მათ მითხრეს დიდი მადლობა, რომ ასე მშვიდობიანად ჩაიარა ყველაფერმა, - განაცხადა "მთავარ აქცენტებში" საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დემოკრატი სენატორის, ჯინ შაჰინის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის მაგალითად საქართველოს 2012 წლის მაგალითი მოიყვანა.
მისივე თქმით, მალევე ის ჯო ბაიდენს და მაკეინს, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ჯორჯ ვაშინგტონს შეადარა.
„ მე ვნახე ვიცე–პრეზიდენტი ბაიდენი, რამდენიმე კვირაში ზუსტად, ფენიქსში, მაკეინმა მოგვიწვია თავისთან სახლში, ამ შეხვედრას ესწრებოდა დათო საყვარელიძე და გიორგი ვაშაძე და მათი თანდასწრებით მითხრა, შენ ხარ აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონიო, ამერიკელისთვის გითხრას - ხარ ჯორჯ ვაშინგტონიო, ამას აქვს რა მნიშნველობა – ჯოჯრ ვაშინგტონი იყო ძალიან წარმატებული პრეზიდენტი, ამერიკის დამფუძნებელი მამა – მთავარი, რომლის სახელიც ქვია აშშ–ის დედაქალაქს და რომელსაც შესთავაზა, კონგრესის უმეტესმა ნაწილმა, რომ მას თავი გამოეცხადებინა მეფედ და სამუდამოდ დარჩენილიყო ამერიკის მმართველად. ჯოჯრ ვაშინგტონმა კი თქვა, ამერიკა არის რესპუბლიკა და მე არასდროს არ ვიქნები მუდმივი მმართველი, მე როგორც პრეზიდენტი, ვზღუდავ ჩემს ვადას და მივდივარ მმართველობიდან. აქედან მოდის აშშ–ის ფილოსოფია, რომ ქვეყანა არ ეკუთვნის არავის, პრეზიდენტი ეკუთვნის საკუთარ ქვეყანას, ჩემთვისაც ასე იყო“, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, კაპიტოლიუმში დონალდ ტრამპის მხარდამჭერების შეჭრის შემდეგ, კონგრესის სხდომაზე, სადაც ამომრჩეველთა კოლეგიის ხმები უნდა დაეთვალათ, სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, დემოკრატმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა საქართველოს შესახებ ისაუბრა. ჯინ შაჰინმა აღნიშნა, რომ 2012 წელს საქართველოს მაშნდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "მილიარდერ ოლიგარქს" ხელისუფლება მშვიდობიანად გადასცა.
„არჩევნების მეორე დღეს, მე და სენატორი რიში, პრეზიდენტ სააკაშვილს შევხვდით, რათა მისი ხელისუფლებაში დარჩენისგან გადარწმუნება გვეცადა, ცხადად მახსოვს, მასთან მისვლა, დავსხედით და ვისაუბრეთ დემოკრატიის ღირებულებაზე, ვუთხარით რომ მან, ბოლო 8 წელი ძალიან ბევრი იშრომა და დემოკრატიის სიდიადე სწორედ იმაში იყო, რომ ხელისუფლება მშვიდობიანი არჩევნების შედეგად უნდა გადაებარებინა ადამიანისთვის, რომელიც ამომრჩევლებმა აირჩიეს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოგვისმინდა და თანამდებობა მშვიდობიანად დატოვა.
მნიშვნელოვანია მომავალი თაობა აცნობიერებდეს, რომ ამერიკა, როგორც ყველა დემოკრატიული სახელმწიფო, დაფუძნებულია ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემაზე", - თქვა ჯინ შაჰინმა.