გაგრელი აზა ჩილაჩავას უკანონო პატიმრობა არის ქართველობის, ტრადიციების, იდენტობისა და ჩვენი წარსულის წინააღმდეგ ბრძოლისა და რეჟიმის ხრწნის გამოვლინება. აზა ჩილაჩავა უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს! - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აზა ჩილაჩავა უკანონო პატიმრობაში ჰყავს ივანიშვილს გზის გადაკეტვისა და პირბადის ტარების გამო.
„უკანონო პატიმრობაში მყოფ 71 წლის გაგრელ დევნილ ქალს, აზა ჩილაჩავას მშრალი შიმშილობა აქვს გამოცხადებული. გაგრელი აზა ჩილაჩავა, რომელმაც ოკუპირებულ გაგრაში გმირობის ნამდვილი მაგალითი აჩვენა და ბრძოლაში დაღუპული ქართველი მებრძოლები მშობლიურ მიწას მიაბარა, დღეს უკანონო პატიმრობაში ჰყავს ივანიშვილს გზის გადაკეტვისა და პირბადის ტარების გამო, ხოლო რეჟიმის პროკურატურის მიერ დადასტურებულად კორუმპირებული ღარიბაშვილი თავისუფლებაზეა. გაგრელი აზა ჩილაჩავას უკანონო პატიმრობა არის ქართველობის, ტრადიციების, იდენტობისა და ჩვენი წარსულის წინააღმდეგ ბრძოლისა და რეჟიმის ხრწნის გამოვლინება. აზა ჩილაჩავა უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს!“- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, აზა ჩილაჩავა სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით გუშინ დააკავეს. მას გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მან მშრალი შიმშილობა დაიწყო. ჩილაჩავა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში აქამდეც იყო მიცემული, თუმცა მას მაშინ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს.