უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა შავ ზღვაში, საბურღ პლატფორმაზე განლაგებული ელიტური სპეციალური დანიშნულების რაზმი გაანადგურეს.
უკრაინის საზღვაო ძალებში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგის პირად შემადგენლობასთან ერთად, მათ გაანადგურეს მისი სადაზვერვო და სათვალთვალო აღჭურვილობა, ასევე მისი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის ეკიპაჟი.
ამავდროულად, სარდლობამ აღნიშნა, რომ რუსული პროპაგანდა ცდილობს ამ დამარცხების გამარჯვებად წარმოჩენას, ავრცელებს რა უკრაინული ნავი „ლანცეტის“ სავარაუდო განადგურების კადრებს.
უკრაინელი სამხედროების თქმით, ამ ეპიზოდში უკრაინის საზღვაო ძალების კამიკაძე-დრონმა ეფექტურად იმოქმედა.