აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბახში საერთაშორისო აეროპორტის აშენების გადაწყვეტილება მიიღო. უკვე ცნობილია, რომ ახალი აეროპორტი ქალაქ ფიზულთან აშენდება. მიმდინარე წელს ასაფრენ/დასაფრენი ბილიკის მშენებლობა იგეგმება.
"ჩემი დავალებით, ფიზულში აშენდება საერთაშორისო აეროპორტი. სათანადო ინსტრუქცია უკვე გაცემულია და ახლა კონკრეტული ადგილის შერჩევა მიმდინარეობს. შემდგომ ტერიტორიის გასაწმენდად სათანადო სამუშაოები ჩატარდება
მე განკარგულება გამოვეცი, რომ აეროპორტი ამ წელს უნდა აშენდეს, ყოველ შემთხვევაში ასაფრენ/დასაფრენი ბილიკი მაინც", - თქვა ალიევმა.
მისი თქმითვე, საერთაშორისო აეროპორტი საშუალებას იძლევა უცხოელი სტუმრები ქალაქ შუშაში იყვნენ მიწვეულნი.