ქუთაისი-ხონის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ცნობით, მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც 28 წლის ქალი მართავდა ბენზინგასამართი სადგურიდან გამავალ ბენზინმზიდს დაეჯახა.
ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.