ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 43 წლის მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.
ის მეზობელმა მისივე ნაკვეთში იპოვა და სამართალდამცველები გამოიძახა.
მეზობლების ინფორმაციით გარდაცვლილი მარტო ცხოვრობდა და ამ დროისათვის სახლში რემონტი ჰქონდა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ- კრიმინალისტებს ელოდებიან.