კოლუმბიის ხელისუფლებამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა. მათ სადაზვერვო საქმიანობაში ადანაშაულებენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ორივე დოპლომატი კოლუმბიაში ორი წლის განმავლობაში იმყოფებოდა.
მედიის ინფორმაციით რუსი დიპლომატები ინფორმატორების გადაბირებას ახორციელბდნენ.
მედია იუწყება, რომ ისინი სამხედრო სადაზვერვო საქმიანობის გარდა, დაკავებულნი იყვნენ ეკონომიკური შპიონაჟით, ინტერესდებოდნენ კონფიდენციალური ინფორმაციებით მინერალური რესურსების ექსპლუატაციის შესახებ.