ბელარუსის ოპოზიციას აზრის თავისუფლებისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული 2020 წლის "სახაროვის პრემია" გადაეცა.
დაჯილდოების ცერემონია დღეს, 16 დეკემბერს ბრიუსელში, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომა გადაეცა.
"ჩემთვის დიდი პატივია ბელორუსის დემოკრატიული ოპოზიციისთვის 2020 წლის სახაროვის პრემიის გადაცემა და სვიატლანა ციხანოვსკაიას და მისი თანამოაზრე ლაურეატების ევროპულ პარლამენტში მისალმება. დღეს ჩვენ პატივს ვცემთ მათ სიმამაცესა და ძალას", - თქვა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა დევიდ სასოლიმ დაჯილდოების ცერემონიაზე.
პრემია გადაეცათ ოპოზიციის რამდენიმე ფიგურას, მათ შორის სვიატლანა ციხანოვსკაიას, მარია კალესნიკავას, ვერანიკა ცეპკალას, ვოლჰა კავალკოვას, სერგეი დილეუსკის, ნობელის პრემიის ლაურეატს სვეტლანა ალექსიევიჩს, ციხანოვსკაიას დაპატიმრებულ ქმარს, სერგეი ციხანოვსკის და სხვებს.
ოქტომბერში, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა დევიდ სასოლიმ განაცხადა, რომ სახაროვის პრემია ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენლებს გადაეცემოდათ.
სახაროვის პრემია დაარსდა 1988 წელს ევროპის პარლამენტის მიერ. ჯილდო გაიცემა ყოველწლიურად შემდეგ სფეროებში წარმატების შემთხვევაში:
ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვა.
დემოკრატიის განვითარება და კანონის უზენაესობის დაცვა.
საერთაშორისო სამართლის პატივისცემა.
უმცირესობის უფლებების დაცვა.