კოლეგები ოპოზიციიდან ფიქრობენ, რომ ადგილობრივ არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა, რაც ჩემში იწვევს გაკვირვებას , - თქვა პარტია "გირჩის" თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ "ღამის კურიერში".
მისი თქმით, რაზეც უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ, სულ ორი გადაწყვეტილებაა მისაღები, ერთი ბოიკოტი და მეორე რა არის ის, რის გამოც ბოიკოტი ირღვევა და ყველა შედის "ნაციონალური მოძრაობის" ჩათვლით.
„თუ მეორე საკითხზე მარტო ერთი პასუხია - ვადამდელი არჩევნები და ხელისუფლებას ამაზე წითელი ხაზი აქვს გავლებული, მაშინ ოპოზიცია, თუ ნორმალური ხალხი ვართ, უნდა ვლაპარაკობდეთ როგორ წარმოგვიდგენია ბოიკოტი. იმიტომ, რომ მე და ლევან იოსელიანს ბოიკოტი წარმოგვიდგენია სხვანაირად. ჩვენ არც ფული არ აგვიღია ბიუჯეტიდან. ჩვენ, "გირჩი" არ ვაპირებთ მონაწილეობას არც ერთ არჩევნებში, თუ ბოიკოტში ვართ, სანამ მოთხოვნა არ შესრულდება, მათ შორის, არც ადგილობრივ არჩევნებში. ხოლო ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან ფიქრობენ, რომ ყველაფრის მიუხედავად, ადგილობრივ არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა, რაც ჩემში იწვევს გაკვირვებას. ბოიკოტში არ შევდივარ საქართველოს პარლამენტში და მონაწილეობას ვღებულობ მარტვილის რაიონის საკრებულოს არჩევნებში?!" - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.