ინციდენტი საკანონმდებლო ორგანოსთან. პარლამენტის შენობასთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე შეკრებილ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მცირე დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეები პარლამენტის ტერიტორიაზე შემსვლელი პირების მიმართ სკანდირებენ და მათთან მიახლოებას ცდილობენ. პოლიცია კი შეკრებილებს ავტომობილების სავალი გზის ნაწილის დატოვებისკენ მოუწოდებს.
მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს გაიმართება. ოპოზიცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმშია.