დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით, 22:53 საათზე დაფიქსირდა. სტიქიის ეპიცენტრი ბორჯომიდან სამხრეთ-დასავლეთით, 12 კილომეტრში მდებარზე სოფელი დგვარში დაფიქსირდა.