გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა 2020 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის რეიტინგი გამოაქვეყნა.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი 2020 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის რეიტინგში პირველ ადგილზეა.
რეიტინგის პირველ სამეულში ასევე შედიან ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი და შეერთებული შტატების არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.
ანგელა მერკელი უკვე ზედიზედ მეათე წელია მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების რეიტინგს სათავეში უდგას.
2020 წლის ყველაზე გავლენიანი ქალების სიის ათეული:
ანგელა მერკელი - გერმანიის კანცლერი;
კრისტინ ლაგარდი - ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი;
კამალა ჰარისი - აშშ-ის არჩეული ვიცე-პრეზიდენტი
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკომისიის პრეზიდენტი;
მელინდა გეიტსი - ქველმოქმედი, ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის თანათავმჯდომარე;
მერი ბარა - ჯენერალ მოტორსის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი;
ნენსი პელოსი - აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი;
ანა ბატრისია ბოტინი - Stander Group-ის ხელმძღვანელი;
ებიგეილ ჯონსონი - Fidelity Investments-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი;
გეილ ბორდო - სამედიცინო კორპორაცია Anthem-ის პრეზიდენტი.
რეიტინგი სრულად იხილეთ ბმულზე.
ფოტო: Spiegel