აჭარაში COVID-19-ით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. ექიმი ირმა სირაძე, რომელიც კოვიდ დადებითი იყო, კლინიკა ბაუში რამდენიმე კვირა მკურნალობდა. ეს კი რეგიონში სამედიცინო პერსონალის მეშვიდე შემთხვევაა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ით 36 პაციენტი გარდაიცვალა.