გერმანიის ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად დაწესებული შემაკავებელი ზომები 2021 წლის 10 იანვრამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა.
"ფედერალური მიწები გაახანგრძლივებენ შემაკავებელ ზომებს 20 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით", - განაცხადა მერკელმა პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, შემაკავებელ ზომებთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციები 4 იანვარს გაიმართება.
"პრინციპში ყველაფერი დარჩება ისე, როგორც აქამდე იყო", - დასძინა კანცლერმა.
ანგელა მერკელის თქმით, იმისთვის, რომ რესტორნები, ბარები და დასასვენებელი ობიექტები გაიხსნას ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მაღალია.
ამ დროისთვის გერმანიაში დაწესებული შეზღუდვები ვრცელდება მოქალაქეთა შეკრებაზე, მოგზაურობაზე, საკვებ ობიექტებსა და კულტურულ ღონისძიებებზე.