მაშინ ჩამოვალ, როცა ქართველი ხალხი დამიძახებს და კიდევ ვიმეორებ, ყველა ჩემი მომხრე უნდა იყოს ამ მომენტისთვის მზად, რომელიც შესაძლოა, ძალიან სწრაფად დადგეს. კონკრეტულად რომელ აეროპორტში დადგება, ეს შემდეგ ერთად გადავწყვიტოთ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თავის მხარდამჭერებს „ფეისბუქზე“ პირდაპირი ჩართვის დროს მიმართა.
მისი თქმით, ის არაფერს ზედმეტს არ არ ამბობს და არავის არაფერს ჰპირდებია.
„არაფერს ვაანონსებ, ყველაფერი ჩვენს ერთობლივ კოორდინაციაზეა დამოკიდებული.სიცოცხლის შემწირავი ვარ ამ საქმეზე. თუ გვინდა, რომ სიცოცხლე კი არ გავწიროთ, არამედ გავიმარჯვოთ, გაანძრიეთ ხელი. მაშინ ჩამოვალ, როცა ქართველი ხალხი დამიძახებს და კიდევ ვიმეორებ, ყველა ჩემი მომხრე უნდა იყოს ამ მომენტისთვის მზად, რომელიც შესაძლოა, ძალიან სწრაფად დადგეს. კონკრეტულად რომელ აეროპორტში დადგება, ეს შემდეგ ერთად გადავწყვიტოთ. არაფერს ზედმეტს არ ვაბობ, არავის არაფერს ვპირდები, არაფერს ვაანონსებ, ყველაფერი ჩვენს ერთობლივ კოორდინაციაზეა დამოკიდებული. ჩემი გული და ცხოვრება თვქენ გეკუთვნით“, – განაცხადა მიხეილ სააკშვილმა.