"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წარმომადგენელი თამარ კორძაია აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ოპოზიციის ერთიანი პოზიციისგან რადიკალურად განსხვავებულ მესიჯად არ აღიქვამს.
თამარ კორძაიას განცხადებით, გრიგოლ ვაშაძემ თავისი განცხადებით "ქართული ოცნება" კიდევ ერთხელ გააშიშვლა.
"ვთვლი, რომ ეს მისი პერსონალური განცხადებაა, რომელიც არ არის წინააღმდეგობაში გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებასთან, იმიტომ რომ მან კიდევ ერთხელ გააშიშვილა "ქართული ოცნება", რომელიც საერთოდ არ ელაპარაკება ოპოზიციას და არც მოქალაქეებს", - ამბობს კორძაია.
ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, თუ რა ნაწილში გააშიშვლა ვაშაძის განცხადებამ "ქართული ოცნება", კორძაია ამგვარად პასუხობს:
"გრიგოლ ვაშაძემ კიდევ ერთხელ აგრძნობინა მათ, რომ იქნებ გონს მოვიდნენ და გადმოდგან ნაბიჯი, მაგრამ გრიგოლ ვაშაძემ საბოლოოდ გააშიშვლა „ქართული ოცნება“, იმიტომ რომ, ამ განცხადების მერეც იგივეს ამტკიცებენ და ცდილობენ ოპოზიციაში განხეთქილების დათესვას", - დასძინა თამარ კორძაიამ.
გრიგოლ ვაშაძემ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა ყველა პარტიას, სასწრაფოდ გადაიტანონ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან.
"ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად" - ვაშაძის სრული განცხადება იხილეთ აქ.
მოგვიანებით, გრიგოლ ვაშაძემ პირველი განცხადების კვალდაკვალ, მეორე, დამაზუსტებელი განცხადება გაავრცელა.