ხელები შორს მშვიდობიანი მომიტინგეებისგან, ხელები შორის საქართველოს მომავლისგან, - ასე ეხმიანება უკრაინიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
მისი თქმით, ის რაც ხდება თბილისში ახლა და რაც ხდება ბათუმში და მთელ საქართველოში, ეს არის ნამდვილი გმირობა, სამოქალაქო გმირობა, თითოეული მონაწილის მხრიდან.
"ხელები შორს მშვიდობიანი მომიტინგეებისგან, ხელები შორის საქართველოს მომავლისგან, ნუ ეპოტინებით ბინძური ხელებით, იმიტომ რომ საქართველო არის წმიდათაწმინდა. ჩვენი ხალხის არჩევანი და თავისუფლება არის ყველაზე მაღლა, ყველანაირ თქვენს ღორობაზე, სიხარბესა და პოლიტიკური ამბიციებზე მაღლა. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, ამას ალტერნატივა არ აქვს და გაიმარჯვებს ძალიან სწრაფად. ამ ბრძოლაშ ჩვენ ყველანი ვართ ბოლომდე ერთად. იმ წუთში როცა ქართველი ხალხი გადაწყვეტს ჩემი ჩართულობის ფორმას, რა ფორმასაც გადაწყვეტენ ოპოზიციური ლიდერები, შევასრულებ ბოლომდე და დავემორჩილები. მე არც ერთი თანამდებობა არ მსურს, მაგრამ ჩვენ ყველას ერთად გვსურს საქართველოს გადარჩენა და გამარჯვება", - თქვა სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.