პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას თქმით, იმისათვის, რომ პოლიტიკური დაძაბულობა განიმუხტოს, არჩევნების მეორე ტურში კენჭისყრის რეალური შედეგები უნდა დაფიქსირდეს.
"ჯერ კიდევ არის შანსი, მეორე ტურები გვაქვს წინ. ოპოზიცია მეორე ტურში უნდა გავიდეს, ოღონდ უნდა გავიდეს მაშინ, როცა მისთვის გასაგებია, რომ მეორე ტურში წყდება არჩევნებში გამარჯვებულის, ახლა მიდის ოქმების გადასწორება, რასაც უნდათ იმას წერენ. ეს საარჩევნო კომისია ზოგადად, საბოლოო ჯამში დაგვამახსოვრდება იმით, რომ ამ არჩევნებზე ყველა რასაც უნდა იმას წერდა. იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს, ჩვენ ახალი არჩევნები გვაქვს ჩასატარებელი. ოღონდ შეგვიძლია ეს ახალი არჩევნები მეორე ტურში ჩავატაროთ, ანუ ლეგიტიმაცია ავიღოთ კარგად ჩატარებული მეორე ტურისგან.
ჩემი აზრით, ზურაბ ჯაფარიძის და ნებისმიერი ოპოზიციის ქმედება დამოკიდებულია დანარჩენი კოლეგების ურთიერთობაზე, ჩვენ მარტო შესვლა არ გვინდა, მნიშვნელობა არ აქვს, ზურაბ ჯაფარიძე შევა თუ არა დიდუბიდან მაჟორიტარად, მარტო შესვლა არ გვინდა იქ.
მე ვხედავ გზას, როგორ შეიძლება ამ არჩევნების გადარჩენა. მე მგონია, რომ ჩვენ არჩევნები უნდა გადავარჩინოთ, იქიდან გამომდინარე, რომ მეორე ტურში მაინც გვქონდეს რეალური არჩევნები. ამ არჩევნების რეალურობას აწი არავინ არ დაიჯერებს, არჩევნების გადასარჩენად საჭიროა ყველა ოქმი და ყველა დარღვევა სწორად იქნას შესწავლილი. ოქმების გასწორება, პროტესტის ფონზე, უნდა იყოს ახლა მოლაპარაკების ნაწილი, მიზანი არის გადავარჩინოთ არჩევნები, რომ არ შევიდეთ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.