ქართველ ქალთა საჭადრაკო კლუბმა "სამაიამ" ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გამართული საკლუბო ჩემპიონატი მე-6 ადგილზე დაასწულა.
7 ტურში მათ 9 ქულა მოაგროვეს და 12 მონაწილეს შორის მე-6 ადგილი დაიკავეს.
ტურნირის ბოლო ტურში ქართველმა ქალებმა ბელგრადის BAS-ი 2.5:1.5 დაამარცხეს და ჩემპიონ მონაკოს "მონტე კარლოს" ერთი ქულით ჩამორჩნენ.
დასკვნით შეხვედრაში გამარჯვება სალომე მელიამ (2439) იზეიმა, რომელმაც შავი ფიგურებით ირინა ჩელიუშკინას (2325) აჯობა, ლელა ჯავახიშვილმა (2451), ნინო ხურციძემა (2435) და ბელა ხოტენაშვილმა (2464) კი პარტიები ყაიმით დაასრულეს.
"სამაიას" სომხური "მიკასა" და რუსული "გიპრორეჩტრანსისა" და AVS-ის დარად, 9 ქულა მოუგროვდა, თუმცა, დამატებითი მაჩვენებლებით სამივეს ჩამორჩა და მე-6 პოზიციას დასჯერდა.
ვაჟთა ჩემპიონატში 13 ქულით გამარჯვება რუსულმა "ეკონომისტმა" იზეიმა, რომელიც მხოლოდ მე-4 განთესვით ასპარეზობდა. რაც შეეხება ბაადურ ჯობავას (2710) უკრაინულ "ჩერნიგივის", ის 11 ქულით მე-3 გახლდათ. ბაადურმა ტურნირზე 5 პარტია ჩაატარა და მხოლოდ 2 ქულა მოაგროვა.