გლდანში 79-ე უბანთან საარჩევნო უბანთან დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები დაუპირისპირდნენ. სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, როგორც უბანზე მისულ ამომრჩევლებთან, ასევე მედიის წარმომადგენლებთანაც.
არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები აცხადებენ, რომ ენმ-ს აქტივისტები არიან და ისინი დაუპირისპირდნენ როგორც "რუსთავი2"-ის ასევე, "პუბლიკას" ჟურნალისტსაც, რომელსაც ტელეფონი დაუმტვრიეს. ასევე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ტვ “ფორმულას” ოპერატორს, დაზიანება მიიღო ტვ “პირველის” ჟურნალისტმაც. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ტვ პირველის ჟურნალისტმა ანუნა ახალიამ ფიზიკური დაზიანება მიიღო. "მე და ჩემი ოპერატორი როდესაც მანქანიდან გადმოვედით, პოლიციელები გამორბოდნენ, მოვყვებოდით პოლიციელებს და ერთი მამაკაცი იყო, რომელმაც ჩემს ოპერატორს ხელი კრა და სავარაუდოდ, კამერა მომხვდა", - განაცხადა ახალაიამ.