თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ენმ-ის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა უკრაინიდან მიმართა.
“7 წელზე მეტია არ მინახავს ჩემი ქვეყანა, მაგრამ მუდმივად თან ვატარებ მას, მუდმივად გეფერებით, ჩვენ ვართ განსაკუთრებული ქვეყნის განსაკუთრებული შვილები, არ არ ვართ დაბადებული მაჩანჩალებად...ჩვენ ვართ ყველაზე მაგრები და ნიჭიერები, ყველაზე გამბედავები, შეუპოვრები, გიჟები სწორ გაგებით, ჩვენ ვართ გიჟები როცა საქმე ეხება დიდ ამბებს და ჩვენს გამარჯვებას.
„31-ში ჩვენ დავიწყებთ ქვეყნის გაერთიანებას... მინდა ვუთხრა "ოცნების" მხარდამჭერებს, გავუწოდოთ ერთმანეთს ხელი. ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ“ -თქვა სააკაშილმა და კიდევ ერთხელ მოუწოდა ამომრჩევლებს 31 ოქტომბერს მივიდნენ არჩევნებზე და საარჩევნო ყუთებთან დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი .
„წავიდეთ არჩევნებზე, გავუშვათ პენსიაზე ივანიშვილი და მისი გუნდი და გავაგრძელოთ განვითარება. ჩემი ამოცანა არ არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა, საერთოდ არ მაინტერესებს კაბინეტი, მაგრამ მაინტერესებს რომ საქართველო წავიდეს წინ, მაინტერესებს რომ ვიყოთ ერთ ერთი ნათელი წერტილი პლანეტის მასშტაბით და აღარ იყოს შიმშილი და გაუსაძლისი პირობები ხალხისთვის, მაინტერესებს ავაშენოთ ლაზიკა, განვავითაროთ ინფრასტრუქტურა, შევქმნათ ახალი ტექნოლოგიები. საქართველო არის 2 დღის მანძილზე დიდი გარღვევისგან" - ამბობს მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთხელ მოუწოდებს "არ წაუცდეს ხელი გაყალბებისკენ", წინააღმდეგ შემთხვევაში, მესამე პრეზიდენტის თქმით, "პასუხი იქნება ძალიან მკაცრი.