თავისუფლება, თავისუფლება და მხოლოდ თავისუფლება - ამ სიტყვებით მიმართა ნიკა მელიამ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს.
ენმ- ძალა ერთობაშია დედაქალაქის მთავარ გამზირზე არჩევნებამდე 2 დღით ადრე შემაჯამებელ შეკრებას მართავს. ,
“ჩვენი სამოქმედო პროგრამა და მომავალი თაობების წინაშე ვალდებულებაა - თავისუფლება თავისუფლება და მხოლოდ თავისუფლებაა. არ დავიხიეთ უკან არასდროს, ისტორიის არც ერთ ეტაპზე. ვერ გაგვაჩერა ვერც რუსეთის ტანკმა, ვერც რუსმა ჯარისკაცმა...რატომ ვერ გაგვაჩერეს იცით და რატომ მივდიოდით ყოველთვის წინ? იმიტომ, რო თავისუფლებისაკენ სწრაფვა ჩვენ ერის ისტორიად იქცა“, - მიმართა მელიამ მხარდამჭერებს
ნიკა მელიამ ხალხს 31 ოქტომბერს, არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას, რომელმაც ოპოზიციის კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში, პოლიტიკიდან წასვლა დააანონსა, თავისუფლების მოედნიდან უპასუხა.
მოდით რა, ძალიან უმტკივნეულოდ, ამ კაცს 31-ში საღამოს 9 საათზე, მოვთხოვოთ პოლიტიკიდან წასვლა - თქვა მელიამ.