ავტოსაგზაო შემთხვევას ბაღდათში 4 ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არის მცირეწლოვნები. სავარაუდოდ, დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები არიან.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობსი ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.