მივესალმები გრიგოლ ვაშაძის მთავარ სიტყვას, რომ უნდა შევქმნათ ახალი, ევროპული, პრურალისტური, მრავალფეროვანი საქართველო, - ამის შესახებ "რესპუბლიკელების" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წარადგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, არც ერთი პოლიტიკური სუბიექტი არ არის საკმარისი ქვეყანაში სრული პოლიტიკური კონსესუსის მისაღწევად.
"ჩემთვის გრიგოლ ვაშაძის წარდგენაში მონაწილეობა პატივია, რადგან "რესპუბლიკურ პარტიასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" წარსულზე განსხვავებული შეფასებები გვაქვს, თუმცა გაცილებით მეტი გვაერთიენებს. როგორც მაშინ, 2003 წელს ჩვენ ერთობით დავძლიეთ ქვეყნის უვარგისი ხელისუფლება, ახლაც კვლავ ერთობით დავძლევთ. წინ, კოალიციური ხელისუფლებისკენ. მივესალმები გრიგოლ ვაშაძის მთავარ სიტყვას, რომ ამ არჩევნების შედეგად კი არ უნდა დავყოთ საქართველო გამარჯვებულებად და დამარცხებულებად, 51 და 49 პროცენტად, გნებავთ 60 თუ 40 პროცენტად, არამედ ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი, ევროპული, პრურალისტური, მრავალფეროვანი საქართველო. ერთიანობა მრავალფეროვნებაში, ეს არის ჩვენი ამოცანა და ჩვენ ამ მძიმე ამოცანას დავძლევთ", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.