დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, გახშირებულია სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების შემთხვევები.
"სამწუხაროდ, გვიინფიცირდება სამედიცინო პერსონალი, 131-ია. ეს გახლავთ ექიმი, ექთანი და უმცროსი სამედიცინო პერსონალი. ცნობილი ფაქტია, რომ ამ ინფექციის დროს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი ვართ, სამწუხაროდ, ჩვენ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.