საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციაა, რომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გარე სივრცეებში მოხდეს პირბადის ტარება.
"მივიღეთ გადაწყვეტილება მკაცრი რეკომენდაცია გახლავთ, რომ სამ ქალაქში, სადაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოითხოვს, თბილისი, ქუთაისი და ბათუმი, გარე სივრცეებში მოხდეს პირბადის ტარების. განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა არის შეუძლებელია, ეს გაკონტროლდება შესაბამისი სამსახურების მხრიდან, გააკონტროლებს შრომის ინსპექცია და შსს. მოგიწოდებთ, დღეიდან თბილისში, ქუთაისში, ბათუმში ღია სივრცეებში პირბადეები ვატაროთ, მაგალითად იქ, სადაც დისტანცია არის რთული, მაგალითად გაჩერებებზე, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს. ამ ეტაპზე ამას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი გთხოვთ მაქსიმალურად მოვეკიდოთ, რათა არ დაგვჭირდეს გარე სივრცეებზე სანქციების დაწესება. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები ამ წესს შეასრულებენ“, – განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა.