აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ბოლო 24 საათში რეგიონში გარდაცვლილთა მონაცემების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. რეგიონშიო ბოლო 24 საათში 7 კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.
1. 90 წლის ქალი, ბათუმის სამედიცინო ცენტრი
გარდაცვალების დრო - 20.10.2020 – 11:10 საათი;
დიაგნოზი: პნევმონია - COVID 19; გულის ქრონიკული უკმარისობა, აორტის სარქველის მძიმე სტენოზი, არტერიული ჰიპერტენზია;
თანმხლები დაავადება: გადატანილი ინფარქტი; გადატანილი ინსულტი.
2. 62 წლის ქალი, ბათუმის სამედიცინო ცენტრი
გარდაცვალების დრო - 20.10.2020 – 09:15 საათი;
დიაგნოზი: COVID 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, პნევმონია;
თანმხლები: თირკმლის ქრონიკული უკმარისობა (პროგრამული გემოდიალიზი).
3. 75 წლის კაცი, ბათუმის სამედიცინო ცენტრი
გარდაცვალების დრო - 20.10.2020 – 06:00 საათი;
დიაგნოზი: პნევმონია - COVID 19; გულის უკმარისობა, აორტული სარქვლის ნაკლოვანება; არტერიული ჰიპერტენზია.
4. 81 წლის კაცი, ბათუმის სამედიცინო ცენტრი
გარდაცვალების დრო - 20.10.2020 – 22:00 საათი;
დიაგნოზი: პნევმონია - COVID 19; სუნთქვის უკმარისობა, პნევმონია.
5. 78 წლის, რესპუბლიკური საავადმყოფო
გარდაცვალების დრო - 20.10.2020
დიაგნოზი: COVID 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, პნევმონია;
6. 73 წლის ქალი, რესპუბლიკური საავადმყოფო
გარდაცვალების დრო 20.10.20 02:00
დიაგნოზი: ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება, პნევმონია, რესპირატორული დისტრეს სინდრომი, სმუ;
თანმხლები: მენინგიომა, პოლინეიროპათია
7. 54 წლის კაცი. რესპუბლიკური საავადმყოფო
დიაგნოზი: კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, გულის ათეროსკლეროზული დაავადება.
კლინიკაში შევიდა: 07.10.2020/23:55. გარდაიცვალა: 20.10.2020/00:30.