ე.წ. ცნობილი ექიმების სამეული მუშკეტერები კი არა, დემაგოგები აღმოჩნდნენ !მათ ხელისუფლების ნიღბები მოირგეს და იმიტომ, - ამბობს პოლიტიკური მოძრობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე.
მისი თქმით, ხელისუფლების გასახმოვანებელი გაახმოვანეს და იმის მაგივრად, რომ ხალხისთვის სიმართლე ეთქვათ, „ოცნების“ მთავრობის ინტერესებს ემსახურებიან.
„ეკლესიებში არ წახვიდეთ, თორემ ქვეყანა კუბოებით აივსებაო, რომ გაჰკიოდნენ მაშინ, როდესაც მხოლოდ ათეული შემთხვევა იყო, ახლა ათასებს გადავცდით და კი ვნახეთ როგორ იდგა მთელი მთავრობა სვეტიცხოველში გამოჭიმული.
ანუ, დღეს აღარ არის საშიში ეკლესიაში სიარული, თუ საარჩევნოდ ასე აწყობთ და ასეა საჭირო?! ჩემთვის ძალიან შეურაცმყოფელია, როდესაც ადამიანები პროფესიონალიზმს დემაგოგიაში ცვლიან!
ძალიან მძიმე მოსასმენია, როდესაც ისინი, ვინც ადამიანებს უნდა ემსახურებოდნენ, ფიცი აქვთ დადებული, სახელისუფლო ტყუილებში ჩაერთვნენ. თუმცა სათავისოდ ყველამ გადასარევი შედეგი დაიდო“, - ამბოსბ ჭიჭინაძე და აღნიშავს, რომ მათ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რისი ყიდვაც უნდოდათ კანონებით გადაიფორმეს, რაც არა, მიიტაცეს. „პოლიკნინიკებს ვგულისხმობ თუნდაც“...
„10 მილიარდი, რაც დახმარების სახით მივიღეთ, ისე გაქრა და აორთქლდა, ჯანდაცვის სისტემას არაფერი შემატებია. ჯანდაცვის მინისტრი კი, საერთოდ ქვეყნის სირცხვილია! საწოლები გვაქვს მობილიზებული, მაგრამ ექიმები არ გვყოფნისო, აცხადებენ, დაანებონ ტელებიზიებში დგომას თავი და მიხედონ ავადმყოფებს მაშინ“, - ამბობს ჭიჭინაძე და აღნშნავს, რომ ეს უნდა დასრულდეს 31 ოქტომბერს და ყველამ პასუხი უნდა აგოს ადამიანების წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის!
მისი თქმით, არც ერთი კითხვა არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი და არც ერთი დამნაშავე დაუსჯელი!