საქართველოს მთავრობა რეგულარულ რეისებზე დაწესებულ შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის. 2020 წლის 13 ივლისიდან იმ პირდაპირ რეგულარულ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:
მიუნხენი (ICAO-ის კოდი EDDM);
პარიზი (ICAO-ის კოდი LFPG);
რიგა (ICAO-ის კოდი EVRA);
2020 წლის 1 ნოემბრიდან დაემატება ის პირდაპირი რეგულარული საერთაშორისო რეისები, რომლებიც სრულდება თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:
დოჰა (ICAO-ის კოდი OTHH);
ვარშავა (ICAO-ის კოდი EPWA);
ათენი (ICAO-ის კოდი LGAV);
ამსტერდამი (ICAO-ს კოდი EHAM);
ვენა (ICAO-ის კოდი LOWW);
ბერლინი (ICAO-ის კოდი EDDB);
მილანი (ICAO-ის კოდი LIME);
ასევე, 2020 წლის პირველი ოქტომბრიდან იმ პირდაპირ რეგულარულ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ის კოდი UGKO) და რიგის საერთაშორისო აეროპორტს შორის (ICAO-ის კოდი EVRA), 1 ნოემბრიდან დაემატება ის პირდაპირ რეგულარული საერთაშორისო რეისები, რომლებიც სრულდება ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGKO) და შემდეგ აეროპორტებს შორის:
კატოვიცე (ICAO-ის კოდი EPKT);
ვილნიუსი (ICAO-ის კოდი EYVI);
დორტმუნდი (ICAO-ის კოდი EDLW).