თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ქვეყანა ახლა უფრო უკეთ უმკლავდებია კორონავირუსის ეპიდემიას, ვიდრე ამას პანდემიის დასაწყისში აკეთებდა
მისი განცხადებით, საქართველოს მასშტაბით კლინიკებში საწოლების რაოდენობა საკმარისზე მეტია.
"კლინიკებში 4 300 საწოლია მობილიზებული, რაც დღეისთვის საჭიროზე მეტია. რამდენიმე ასეული საწოლი არის თავისუფალი და არავითარი პრობლემა არ არსებობს იმისა, რომ ყველა პაციენტი, ვისაც სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ამ მხრივ პრობლემა შეექმნას. თუკი ერთეული შემთხვევები არის და ამაზე მახვილდება ყურადღება, ზოგჯერ თავად პაციენტის,ზოგჯერ ჟურნალისტის, ზოგჯერ უბრალოდ ანგაჟირებული და ტენდენციური ადამიანების მხრიდან, დამიჯერეთ, ასეთი შემთხვევები გამონაკლისია, ერთეულია და ამ ერთეული შემთხვევის განზოგდება არ უნდა მოხდეს, რათა საზოგადოებაში მცდარი აზრი არ შეიქმნას, თითქოს ქვეყანა ცუდად უმკლავდება კოვიდპანდემიას. პირიქით, ვიტყოდი, ახლა უფრო კარგად უმკლავდება, ვიდრე დასაწყისში. რამეთუ მაშინ ადვილი იყო მართვა, როცა ძალიან ცოტა იყო შემთხვევების რაოდენობა, თან მაშინ ქვეყანა წავიდა მკაცრ შეზღუდვებზე, ჩაკეტვებსა და ლოქდაუნზე.
მაგრამ ახლა ლოქდაუნის გარეშე და ყოველდღე ათასობით ახალი პაციენტის მართვა ისე, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას, არის უმაღლესი პილოტაჟი, ეს არის რთული, გაცილებით რთული, ვიდრე იყო ის, რაც იყო გაზაფხულზე და ახლა ეს ხორციელდება, დამიჯერეთ, დიდი წარმატებით", - თქვა თენგიზ ცერცვაძე.
ფოტო: ფორმულა