საფრანგეთის დედაქალაქ პარიზის მახლობლად ჩრდილო-დასავლეთით მდებარე გარეუბანში, კონფლან სენტ-ონორინის კომუნაში მასწავლებელს თავი მოკვეთეს. იუწყება "დოიჩე ველე".
გავრცელებული ცნობით, მსხვერპლმა თავის მოსწავლეებს წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურა აჩვენა.
მომხდარ ფაქტს საფრანგეთის განათლების მინისტრი ჟან მიშელ ბლანკერი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ მასწავლებლის მკვლელობა აღქმულია, როგორც თავდასხმა საფრანგეთის რესპუბლიკაზე.
"ერთიანობა და სიმტკიცე ერთადერთი პასუხია "ისლამური ტერორიზმზე", - განაცხადა მინისტრმა.
საერთაშორისო სააგენტო Reuters-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში, მკვლელი ყვიროდა "ალაჰ აქბარს".
გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელი პოლიციამ სპეცოპერაციისას მოკლა.