როდესაც ორგანიზაცია არის ბრალდებული სახელმწიფო ღალატში თუ ტერიტორიების გადაცემაში, მესამე უცხო ქვეყნისთვის, ეს უნდა იყოს, არის და იქნება საფუძველი იმისა, რომ ეს ორგანიზაცია, როგორც პოლიტიკური პარტია, გაუქმდეს, - განაცხადა საქართველოს თადაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კარტოგრაფების საქმეზე ტელეკომპანია "ქართული არხის" ეთერში, გია გაჩეჩილაძის საავტორო გადაცემაში "უცნობის კიდობანი".
გადაცემის წამყვანმა ჰკითხა - "რამდენად შეიძლება ეს სასამართლო გახდეს საფუძველი, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავემშვიდობოთ ამ პოლიტიკურ ძალას".
"გუნდში, ბატონი თავმჯდომარის, ბატონი ბიძინას ლიდერობით, არის აბსოლუტური სრული თანხმობა და მთელ გუნდში არის შემართება, რომ ეს საქმე არის საერთო ეროვნული საქმე, რომელიც აუცილებლად უნდა მივიდეს ბოლომდე. შესაბამისად, როდესაც ადამიანს თუ ორგანიზაციას უმტკიცდება... როდესაც ორგანიზაცია არის ბრალდებული სახელმწიფო ღალატში თუ ტერიტორიების გადაცემაში, მესამე უცხო ქვეყნისთვის, ეს უნდა იყოს, არის და იქნება საფუძველი იმისა, რომ ეს ორგანიზაცია, როგორც პოლიტიკური პარტია გაუქმდეს და ყველა ის დამნაშავე ვინც ეს სიბიძნურე, ანტიეროვნული, ქვეყნისა და ხალხის წინაშე დანაშაული ჩაიდინა, პასუხისგებაში მიეცეს და უმკაცრესად დაისაჯოს. ეს არის ჩვენი საერთო განწყობა", - თქვა ღარიბაშვილმა.