"ოცნების" საქმე მას მერე წავიდა უკან და უკან, რაც გახარიამ დაწყო "ოცნებაში" ძალის მოკრება, - ამბობს პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე.
მისი თქმით, ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი მადესტაბილიზირებელი თვითონ "ქართული ოცნებაა" და გარდა იმისა, რომ დღემდე 2012 წელს ებრძვის, ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ საზოგადოებაზე და სხვადასხვა ხრიკებით ცდილობენ არჩევნები გადაწიონ მეორე პლანზე.
"პირადად გახარიას რაც ეხება, პრემიერია, მაგრამ თავად არ იცის რომ პრემიერია. ზოგადად კი, "ოცნების" საქმე მას მერე წავიდა განსაკუთრებით უკან და უკან, რაც გახარიამ დაწყო "ოცნებაში" ძალის მოკრება. და ყველა კრიზისული სიტუაცია, რომელიც გახარიას დროს იყო შექმნილი, ისე დასრულდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" დაკარგა სახე.
თუმცა, როგორც კი შეატყობს რომ მისი რეიტინგი ეცემა, დაიბარებს "ევროპული საქართველო", მერე "დაჩაგრავს" მათ და სპექტაკლიც შემდგარია!", - თქვა ჭიჭინაძემ.