მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე), მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, ამბობს, რომ სინოდი დავითგარეჯის საკითხზე არ არის ინფორმირებული. მეუფე მელქისედეკმა "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი" ისაუბრა.
"ეკლესიის პოზიცია არ უნდა იყოს, თუნდაც მხოლოდ ერთი მოძღვრის შეფასებები. სინოდმა უნდა იმსჯელოს და ჩვენ სინოდის წევრებმა ამის შესახებ არაფერი არ ვიცით, ეს მიუღებელია ჩვენთვის. საეკლესიო კანონებისთვის მიუღებელია, ეკლესიური ტრადიციისთვის მიუღებელია", - ამბობს მელქისედეკი.
მეუფე მელქისედემკა ასევე თქვა, რომ მხოლოდ მამა კირიონის შეფასებით არ უნდა წყდებოდეს დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას "ბედი".
"შეიძლება ძალიან კარგი ადამიანია მამა კირიონი, უყვარს ძალიან, ვთქვათ, სამშობლო, უყვარს ეკლესია, უყვარს დავითგარეჯი, მაგრამ, ხომ შეიძლება მის შეფასებებში ცდებოდეს მამა კირიონი?! ხომ შეილძება მარტო მის შეფასებებზე არ იყოს დამოკიდებული ამ ორი ადამიანის ბედი?! მე მათ ამიტომ მივმართავ, რომ გაუძლონ, ყველაფერი კარგად იქნება, სამართალი აუცილებლად იზეიმებს", - თქვა მეუფემ