დეკანოზი გიორგი მამალაძეს დღეს პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში, გამოკვლევების ჩასატარებლად გადაიყვანენ.
უკვე რამდენიმე თვეა, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომაროება უკიდურესად დამძიმდა. მსჯავრდებული დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება და საწოლს არის მიჯაჭვული.
სასულიერო პირს სავარაუდოდ "ავერსის" კლინიკაში მოათავსებენ და 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.
გიორგი მამალაძის ოჯახი უფლებადამცველთან ერთად, მისთვის საფუძვლიანი მკურნალობის ჩატარებას, სხვა სამედიცინო დაწესებულებაში ითხოვს, რადგან ფიქრობს, რომ ახლა სასწორზე მისი სიცოცხლე დევს.
მამა გიორგი მამალაძე უკვე 3 წელი და 8 თვეა სასჯელს იხდის.