არ შეიძლება განსაკუთრებულად არ აღინიშნოს, რომ საგარეო კუთხითაც კიდევ უფრო გავიმყარეთ პოზიციები. წინსვლა გვაქვს ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებებით, - განაცხადა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლას.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლების ანგარიშზეა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწესება და აშშ-ს ორპარტიული მხარდაჭერის აქტი.