არ ვუხდებოდი ამ გუნდს იმიტომ, რომ არ ვიყავი მონა, - განაცხადა პარტია "პროგრესი და თავისუფლების" ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა.
მისი თქმით, ის "ქართული ოცნების" მოკავშირე იყო როგორც თავისუფალი მოქალაქე და ადამიანი.
"მე არ ვუხდებოდი ამ გუნდს იმიტომ, რომ არ ვიყავი მონა. შეიძლება, ყველა არ არის იქ მონა, იმიტომ რომ... არა მარტო მე განმდევნა ქართულმა ოცნებამ, განდევნა ეკა ბესელია, რომელსაც პრინციპული პოზიცია ჰქონდა ბევრ საკითხთან დაკავშირებით, თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდა, საუკეთესო პარლამენტარები განდევნეს იმ გუნდიდან, უფრო ადრე დავით უსუფაშვილი განდევნეს, მათი მოკავშირე პარტიების წარმომადგენლები, კარგი პოლიტიკოსები განდევნეს", - თქვა ოქრიაშილმა.
რატომ? - მარტო მორჩილი გრძნობს იქ თავს კარგად. შესაძლებელია, რამდენიმე კაცი კიდევ დარჩა და მომავალში ისინი არ უხდებიან იმ გუნდს და მომავალში მათაც გააგდებენ. გარწმუნებთ, პირველს გააგდებენ გიორგი გახარიას. აი, არჩევნების შემდეგ პირველს მაგას გააგდებენ, აგერ ჩემი პროგნოზი და ნახეთ. ისიც ჩემნაირად არ უხდება მაგ გუნდს და არჩევნების შემდეგ მაგასაც გაუშვებენ ცოტა ხანში
"ქართულმა ოცნებამ" საუკეთესო პარლამენტარები განდევნა გუნდიდან, - განაცხადა პარტია "პროგრესი და თავისუფლების" ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა.