გარწმუნებთ, პირველს გააგდებენ გიორგი გახარიას. აი, არჩევნების შემდეგ პირველს მაგას გააგდებენ, - განაცხადა პარტია "პროგრესი და თავისუფლების" ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.
კახა ოქრიაშვილმა „ქართული ოცნების“ დეპუტატის ირაკლი კობახიძის განცხადებას უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ "ქართული ოცნებიდან მისი ჩამოშორებით ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა უალტერნატივოდ სწორი გადაწყვეტილება მიიღო".
"ქართულმა ოცნებამ, განდევნა ეკა ბესელია, რომელსაც პრინციპული პოზიცია ჰქონდა ბევრ საკითხთან დაკავშირებით, თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა… მარტო მორჩილი გრძნობს იქ თავს კარგად. შესაძლებელია, რამდენიმე კაცი კიდევ დარჩა და მომავალში ისინი არ უხდებიან იმ გუნდს და მომავალში მათაც გააგდებენ. გარწმუნებთ, პირველს გააგდებენ გიორგი გახარიას. აი, არჩევნების შემდეგ პირველს მაგას გააგდებენ, აგერ ჩემი პროგნოზი და ნახეთ. ისიც ჩემნაირად არ უხდება მაგ გუნდს და არჩევნების შემდეგ მაგასაც გაუშვებენ, ცოტა ხანში", - თქვა ოქრიაშვილმა.
კახა ოქრიაშვილი პარტია "ქართული ოცნების" წევრი იყო. ახლა ის ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ბლოკიდან "ძალა ერთობაშია".