აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 235 ახალი შემთხვევა. გარდაიცვალა 1 პაციენტი.
79 წლის კაცი, 25:09:2020 წ. 08:46 წთ-დან. მკურნალობდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. დიაგნოზი: COVID -19, გულის ქრონიკული უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა.
პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 29 სექტემბერს 18:00 საათზე.
- ახალი პროტოლოკის თანახმად სტაციონარი და საკარანტინო სივრცე დატოვა 175-მა პაციენტმა. აქედან კოვიდ სასტურმრო - 160-მა, კლინიკა -15-მა.
- დღეს სტაციონარიდან დაგგემილია - 5 პაციენტის გაწერა.
- კოვიდ სასტუმროდან - 150-მდე.
ამჟამად:
- სტაციონარში მკურნალობს - 447 პაციენტი, მ.შ. 43 არასრულწლოვანი და 13 ორსული.
- რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია - 23 პაციენტი.
- კოვიდ კარანტინში მეთვალყურეობაზე იმყოფება - 869 პაციენტი, მ.შ 73 არასრულწლოვანი.
- ბინაზე მკურნალობს 700-მდე კოვიდ დადებითი პაციენტი.
- ონლაინ კლინიკების მეშვეობით კონსულტაცია გაეწია - 395 პირს.
- აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 9 სამედიცინო დაწესებულება (კოვიდ კლინიკა, ცხელების ცენტრი). რეგიონში მობილიზებულია 700-მდე საწოლი.
- კოვის დადებითი პაციენტებისთვის გამოყოფილია 7 საკარნტინო სივრცე.