ავლაბარში 46 წლის გიზო გამყრელიძე ურთიერთშელაპარაკების დროს დანით დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, ვახტანგ მეექვსის ქუჩაზე გამყრელიძე და მისი მეგობარი ქირით ცხოვრობდნენ. გამყრელიძეს შელაპარაკება მოუვიდა ახალგაზრდა მამაკაცთან, რომელმაც მას დანა მუცლის არეში ჩაარტყა. დაშავებულს პირველ კლინიკურ საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
ექიმების განცხადებით, გიზო გამყრელიძის მდგომარეობა ამ დროისთვის კრიტიკულია.
წინასწარი ინფორმაციით, გამყრელიძის დაჭრაში ეჭვმიტანილის ვინაობა სამართადამცველებისთვის უკვე ცნობილია და მასზე ძებნაა გამოცხადებული.