"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ბათუმის ბულვარში დედა ენის კოშკის მშენებლობაზე გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ის ხელისუფლება, რომელიც სკოლებში მშობლიური ენის გაკვეთილების საათებს ამცირებს და ქვეყანაში საეჭვო რაპუტაციის ინგლისური მასწავლებლები ჩამოჰყავს, დედა ენის კოშკის მშენებლობაზე არ უნდა ფიქრობდეს. ამის შესახებ ბურჯანაძემ გაზეთ "პრაიმ-ტაიმის" პრეს-კლუბში ჟურნალისტებტან საუბარში განაცხადა.
ბურჯანაძის თქმით, სწორედ სააკაშვილის ხელისუფლება ცდილობს ქართული სულის მოკვლას.
"საქართველოში ჩამოდიან ხშირ შემთხვევაში საეჭვო რეპუტაციის მქონე ინგლისურის მასწავლებლები, რომელთა ნაწილსაც დიპლომები და შესაბამისად უმაღლესი განათლება არ აქვთ. მე ვერავინ დამდებს ბრალს, რომ ინგლისურის ან სხვა ენის სწავლების მოწინააღმდეგე ვარ, მაგრამ ისიც არ შეიძლება, რომ ამის ხარჯზე ქართული ენის გაკვეთილების საათების რაოდენობა შევამციროთ", - განაცხადა ბურჯანაძემ.