"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დეპუტატ თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, "ევროპულმა საქართველომ" ვერ გადაწყვიტა და ვერ ჩამოყალიბდა რა არის მისი პოლიტიკური იდენტობა.
"ამ პოლიტიკურმა პარტიამ ვერ გადაწყვიტა და ჩამოყალიბდა, რა არის მისი პოლიტიკური იდენტობა. მესმის, რომ მათი პოლიტიკური იდენტობის ჩამოუყალიბებლობის პერიოდში ენმ-ზე თავდასხმა არის ამ იდენტობის გამოძერწვის მცდელობა. მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ პარტიას ვერ გაუგია, ვის ებრძვიან, ბიძინას, მიშას, თუ ორივეს. თუ ორივეს ებრძვით მეგობრებო, მთავარი არაადეკვატურობა სწორედ ესაა...
"ევროპული საქართველო" ცდილობს, ამომრჩეველს დაანახოს რით განსხვავდება პარტია არა ხელისუფლებისგან, არამედ წინა ხელისუფლებისაგან, რომლის ნაწილიც თავად იყო", - განაცხადა ბოკუჩავამ.