არ შეიძლება ქვეყანამ ერთი და იგივე წრეზე იაროს, - თქვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშილმა ვიდეომიმართვაში, რომელიც დღეს გაავრცელა.
მისი თქმით, ქართველმა ხალხმა იცის, რომ ნაციონალური მოძრაობის და ერთიანი ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაში საქართველოში დაიწყება სწრაფი წინსვლა,
"ქართველმა ხალხმა იცის, რომ ნაციონალური მოძრაობის და ერთიანი ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაში საქართველოში დაიწყება ისევ სწრაფი წინსვლა, ჭაობიდან ამოვა ქვეყანა და ეს იქნება ყველაზე დიდი სასჯელი და არა სისხლისსამართლებრივი დევნა და რევანში, რომლის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ მე პირადად და ეს არ განხორციელდება, იმიტომ, რომ არ შეიძლება ქვეყანამ, ერთი და იგივე წრეზე იაროს", - თქვა სააკაშვილმა.